საპროტესტო აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების გარდა, სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით 5 პირია დაკავებული.
უფლებადამცველის ვახტანგ მთიულიშვილის განცხადებით მისი დაცვის ქვეშ მყოფს გამოძიება ე.წ. ფეიერვერკით სამართალდამცველზე თავდასხმას ედავებიან.
ადვოკატის თქმით, ამ ეტაპზე ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდებიან, ხოლო მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.
“ამ ეტაპზე ველოდებით ბრალის ოფიციალურად წარდგენას. სავარაუდოდ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ედავებიან 29 ნოემბრის ეპიზოდს. ჯერჯერობით, უცნობია კონკრეტული გარემოებები თუ რასაც ედავებიან, თუმცა სავარაუდოდ ეს არის ე.წ. ფეიერვერკის შედეგად პოლიციელზე თავდასხმას და მის დაზიანებას. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იყენებს დუმილის უფლებას, თავის პოზიციას დააფიქსირებს სასამართლოში“, - განაცხადა ვახტანგ მთიულიშვილმა.