"სალომე ზურაბიშვილის, ბავშვებს, სკოლებს მოუწოდებს , რომ მივიდნენ და დადგნენ პარლამენტის წინ მანიფესტაციაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები ბავშვებს სწირავს სასიკვდილოდ", - ამის შესახებ "ალხის ძალის" ლიდერმა, სოზარ სუბარმა გადაცემა "დღის კურიერში" საუბრის დროს განაცხადა.
მისი თქმით, ზურაბიშვილი და მსგავსი არსებები უსამშობლოები არიან, რომებიც ღალატის აქტს ყოველდღიურად ჩადიან.
"როდესაც მიდის მოწოდებები, რომ საჭიროა ე.წ. საკრალური მსხვერპლი. ცდილობენ ეს საკრალური მსხვერპლი იყოს ბავშვი. 10-12 წლის ბავშვების ჩართვა ხდება პროცესში. სალომე ზურაბიშვილის, ბავშვებს, სკოლებს მოუწოდებს , რომ მივიდნენ და დადგნენ პარლამენტის წინ მანიფესტაციაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები ბავშვებს სწირავს სასიკვდილოდ. მას უნდა ამას მოჰყვეს საზოგადოების რეაქცია და არეულობა. ამ ადამიანმა გვარი შეინარჩუნა ემიგრაციაში, მაგრამ სულით გადაგვარებულია არსებაა, რომლისთვისაც უცხოა ყოველი მშობლიური და რომელსაც სამშობლო არ აქვს.
როდესაც ადამიანი ასე დეგრადირებულად აზროვნებს, მას სამშობლოს გრძნობა არ აქვს. არც საფრანგეთია მისი სამშობლო, არც საქართველო. ის არის დეგრადირებული არსება, რომელიც დღეებს ითვლის თავის პოსტზე და აქ ცდილობს თავისი ვნება მიაყენოს ქვეყანას, რომელმაც მას ანდო ყველაზე საპატიო პოსტი, როგორიც არის პრეზიდენტის პოსტი. ზურაბიშვილი და მსგავსი არსებები არიან უსამშობლოები, რომებიც ღალატის აქტს ჩადიან და ჩვენ ამას ყოველდღიურად ვხედავთ პირდაპირ ეთერში.
როდესაც ადამიანები მიტინგზე, თუ მიტინგს გარეთ, თუნდაც ჩატებში ლაპარაკობენ, რომ მსხვერპლი არის აუცილებელი, რომ მსხვერპლის გარეშე ხელისუფლების დამხობა ვერ მოხერხდება, რადგან ხალხის აღშფოთება ვერ მიაღწევს იმ პიკს, რაც მათთვის სასურველია.
ესენი არიან კრიმინალები, რომელთა მიმართ პასუხისმგებლობა უნდა იქნას გატარებული", - განაცხადა სოზარ სუბარმა.