05 დეკემბერი 2024,   03:18
ვრცლად
შარაშიძის ქუჩაზე, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ოფისში ჩხრეკა გრძელდება - სამართალდამცველებს ოფისიდან ინვენტარი გამოაქვთ

შარაშიძის ქუჩაზე, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ოფისში ჩხრეკა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სამართალდამცველებს ოფისიდან სხვადასხვა ინვენტარი, ძირითადად, კომპიუტერული ტექნიკა გამოაქვთ. როგორც ცნობილია, ჩხრეკას ესწრებოდა კოალიციის ორი წევრი.

ცოტა ხნის წინ ოფისთან, სამართალდამცველებთან შელაპარაკების ნიადაგზე, კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია და კოალიციის წევრი - გელა ხასაია დააკავეს. როგორც "რუსთავი 2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, გვარამია და ხასაია ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები. 

ოფისთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი. ოფისის ეზოში იმყოფებიან კოალიცია "ცვლილებებისთვის" სხვა ლიდერებიც.

ოფისში საპოლიციო მოქმედებები უკავშირდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით დაწყებულ გამოძიებას, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას, მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდება გულისხმობს.

 

ავტორი: მარიამ დიასამიძე

ამავე თემაზე
დღის ამბები