საპროტესტო აქცია გაიმართა ზუგდიდშიც. მოქალაქეები კვლავ სამხარეო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბნენ. მათ მთავრობის გადაწყვეტილება და თბილისში მიმდინარე მოვლენები გააპროტესტეს.
ამასთან, აქციაზე დაშავებულებსა და დაკავებულებს სოლიდარობა გამოუცხადეს და პატიმრობაში მყოფების გათავისუფლება მოითხოვეს.
აქციაზე, რომელიც მსვლელობით გაგრძელდა, სიტყვით გამოსვლებიც იყო.