12 დეკემბერი 2024,   13:48
ვრცლად
ჰავაელი ქალი, რომლის საძებნად წასული მამა ტრაგიკულად დაიღუპა, უვნებელი იპოვეს

ჰავაიელი ქალი ჰანა კობაიაში, რომლის გაუჩინარებამ უამრავი შეთქმულების თეორია გააჩინა, უვნებელი იპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას მისი ოჯახი ავრცელებს.

ჰანა 8 ნოემბერს, ჰავაიდან ლოს-ანჯელესში ჩავიდა, საიდანაც ნიუ-იორკში უნდა გაფრენილიყო, თუმცა რეისზე არ გამოცხადდა და ოჯახთან კონტაქტი გაწყვიტა.

გამოძიების ფარგლებში გაირკვა, რომ ის ლოს-ანჯელესიდან მექსიკის საზღვარზე გადავიდა და ტიხუანაში ჩავიდა. პოლიციამ განმარტა, რომ კობაიაშიმ ეს ნაბიჯი საკუთარი ნებით გადადგა.

ოჯახის ცნობით, ჰანამ მათ უცნაური შეტყობინებები გაუგზავნა, სადაც თავის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავდა. შემდეგ, მასთან ყველანაირი კავშირი გაწყდა.

ჰანას მამა, რაიან კობაიაში, რომელიც ლოს-ანჯელესში შვილის საძიებლად ჩავიდა, ტრაგიკულად დაიღუპა. მისი სიკვდილი თვითმკვლელობად შეფასდა.

წყარო: BBC

დღის ამბები