ამერიკის შეერთებული შტატების, თურქეთის, ევროკავშირისა და არაბული ქვეყნების მაღალი რანგის დიპლომატები იორდანიაში შეიკრიბნენ, რათა სირიაში მიმდინარე მოვლენები განეხილათ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლიდერებმა მედიასთან პრესკონფერენციაც გამართეს. ისინი შეთანხმდნენ, რომ სირიაში ახალი მთავრობის ფორმირება უნდა იყოს ინკლუზიური და პატივი სცენ უმცირესობების უფლებებს.
მოლაპარაკებების მაგიდასთან იყვნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბლინკენი, გაერო-ს სპეციალური წარმომადგენელი სირიაში და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი კაია კალასი, ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრები თურქეთიდან და არაბული ქვეყნებიდან, თუმცა მოლაპარაკებებს არ ესწრებოდა სირიის წარმომადგენელი.