15 დეკემბერი 2024,   16:43
ვრცლად
"ვფიქრობ, დიალოგისკენ უნდა მოუწოდონ ოპოზიციას, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ შემოდის ღია დებატებში" - ეკა სეფიაშვილი

"ხალხის ძალის" წევრის, ეკა სეფიაშვილის განცხადებით, მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს ნებისმიერი ადამიანი, ვისაც სურს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში პოზიტიური როლი იკისროს.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომაზე ოპოზიციური სპექტრი უარს აცხადებს, რადგან მათი ოპონენტები ხვდებიან, რომ სიმართლე ოპოზიციის მხარეს არ არის.

"დიალოგისკენ მოგვიწოდებენ დასავლელი ლიდერები, პატრიარქმაც მოგვიწოდა. ნებისმიერ ადამიანის მხრიდან, რომელიც ცდილობს, რომ პოზიტიური როლი შეასრულოს ასეთ პირობებში, დიალოგისკენ მოწოდება არის ძალიან ბუნებრივი. ვფიქრობ, დიალოგისკენ უნდა მოუწოდონ ოპოზიციას, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ შემოდის ღია დებატებში, რადგან ეშინიათ სიმართლის, სიმართლის, რომელიც მათ მხარეს არ არის", - განაცხადა ეკა სეფიაშვილმა.

დღის ამბები