15 დეკემბერი 2024,   17:40
ვრცლად
საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით CNN-ი სტატიას ავრცელებს

საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით CNN-ი სტატიას ავრცელებს.

გამოცემაში ნახსენებია, რომ საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტად ულტრამემარჯვენე კანდიდატი აირჩია.

"ის ერთადერთი კანდიდატი იყო. პირველად, პრეზიდენტი აირჩიეს არა ეროვნულ არჩევნებზე, არამედ პარლამენტში 300-კაციანი საარჩევნო კოლეგიის პირდაპირი კენჭისყრით, რომელიც შედგება დეპუტატებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან.

კენჭისყრაში მონაწილეობა სულ 225-მა ადამიანმა მიიღო, ყაველაშვილს კი ხმა 224-მა მისცა.

მისი ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება", - წერია CNN-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

დღის ამბები