15 დეკემბერი 2024,   17:38
ვრცლად
დიალოგზე არ ვამბობთ უარს, თუმცა ის, რომ არჩევნები შედგა, ქვეყანას ლეგიტიმური ხელისუფლება ჰყავს და ევროპული გზით მიდის, ამაზე უსაგნოა დიალოგი, რადგან ეს ასეა - დავით მათიკაშვილი

ოპოზიციურ პარტიებში და "ქართულ ოცნებაში" იმ საკითხებზე მსჯელობენ, თუ რა შემთხვევაში დასხდებიან მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან.

"ქართული ოცნების" წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი დიალოგზე უარს არ ამბობს, თუმცა არის გარკვეული საკითხები, რომელიც მისი თქმით, ჭეშმარიტებაა და "ქართული ოცნება" მასზე საუბრის დაწყებას არ აპირებს.

"დიალოგზე არ ვამბობთ უარს, თუმცა არის საკითხი, რაზე შეიძლება იყოს დიალოგი. ის, რომ არჩევნები შედგა, ქვეყანას ლეგიტიმური ხელისუფლება ჰყავს და ქვეყანა ევროპული გზით მიდის, ამაზე უსაგნოა დიალოგი, რადგან ეს ასეა. ხოლო,  ყველაფერი, რაც მის ფარგლებს მიღმა იქნება, ცხადია შესაძლებელია გახდეს ჩვენს პარტნიორებსა და ჩვენს შორის გარკვეული დიალოგის საფუძველი", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დღის ამბები