15 დეკემბერი 2024,   17:38
ვრცლად
"საზოგადოება ძალიან მალე დაინახავს კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნებული პრეზიდენტის ინსტიტუტის პოზიტიურ როლს ქვეყნის წინსვლისა და განვითარების პროცესებში" - გივი მიქანაძე

მმართველი გუნდის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, საზოგადოება ძალიან მალე დაინახავს იმ პოზიტიურ როლს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის "კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნებას" მოჰყვება.

ის სალომე ზურაბიშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ ორბელიანის სასახლის დატოვებას არ აპირებს და აღნიშნა, რომ მისი განცხადება არანაირ ინტერესს არ იწვევს.

"დარწმუნებული ვართ, რომ საზოგადოება ძალიან მალე დაინახავს კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნებული საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის პოზიტიურ როლს ქვეყნის წინსვლისა და განვითარების პროცესებში. მიხეილ ყაველაშვილი უშუალოდ იქნება ჩართული ამ პროცესებში.

სალომე ზურაბიშვილი ამ განცხადებით კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთელი ის მოღალატეობრივი საქმიანობა, რომელიც, განსაკუთრებით, ბოლო 2 წლის განმავლობაში, მისი ხელმძღვანელობით და უშუალო ჩართულობით, ქვეყნის საზიანოდ წარმოებდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, მხოლოდ იმაზე იყო ორიენტირებული, რომ მას პოზიცია შეენარჩუნებინა. ამიტომ, მისი განცხადება არანაირ ინტერესს არ იწვევს," - აცხადებს გივი მიქანაძე.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს მე-6 პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია. კენჭისყრაში მონაწილე 225 წევრიდან, 224-მა ხმა მიხეილ ყაველაშვილს მისცა.

პრეზიდენტის არჩევნების პროცესში, ბარიერ-გადალახულმა ოპოზიციამ მონაწილეობა არ მიიღო და მათმა ნაწილმა, საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესი პარლამენტთან გააპროტესტა. საქართველოს არჩეული პრეზიდენტი კონსტიტუციაზე ფიცს 29 დეკემბერს დადებს.

დღის ამბები