17 დეკემბერი 2024,   00:58
ვრცლად
დაპატიმრებულების გათავისუფლება დაწყებულია - 19 დღის განმავლობაში,ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის მუხლებით დაკავებული 500-მდე პირი იყო

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა წინასასამართლო სხდომაზე შეფარდებული პატიმრობა დარბაზში შესვლისთანავე გააპროტესტა. კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, დღეს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

მოსამართლემ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერი სასამართლოდან 4000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა. პროკურორმა კი ის მიზეზები განმარტა, რის გამოც მან აღკვეთი ღონისძიების შეცვლა მოითხოვა ელისაშვილისთვის, რომელსაც ძალადობით ან ძალადობის მუქარით, პოლიტიკური ნიშნით დევნას ედავებიან.

აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა პროკურატურამ დღეს კიდევ ერთი პირის - იმ არასრულწლოვნის მიმართ დააყენა, რომელსაც პარლამენტის შენობისთვის ცეცხლმოკიდებული ნივთის სროლას ედავებოდნენ. სასამართლომ ისიც დარბაზიდან გაათავისუფლა.

გათავისუფლდა კიდევ ერთი პოლიტიკოსი - ნიკა გვარამიამ მარნეულის წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა. "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს ადმინისტრაციული წესით შეფარდებული 12 დღიანი პატიმრობის ვადა ამოეწურა.

საქალაქო სასამართლოში გრძელდება ადმინისტრაციული საქმეების განხილვაც. სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა "დროას" წევრი ნიკოლოზ ქვაცაბაია. გადაიდო მსახიობ გიორგი ბახუტაშვილის პროცესი. პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დაკავებულ აქტივისტებს კი ნიკო მანაგაძესა და ნიკა კალანდაძეს 2 000 ლარიანი ჯარიმების გადახდა დაეკისრათ.

დღესვე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული წესით რამდენიმე სხვა პირის საქმეც განიხილა და მათ გზის გადაკეტვისთვის 500 ლარიანი ჯარიმები განუსაზღვრა.

დღის ამბები