ჩრდილოეთ საფრანგეთში, დიუნკერკის მახლობლად, მათ შორის, მიგრანტთა ბანაკთან მომხდარი სროლის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევის შემდეგ, 22 წლის მამაკაცი პოლიციას ჩაბარდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
დიუნკერკის პროკურორს განმარტებით, სროლის შედეგად მიგრანტთა ბანაკთან ორი დაცვის თანამშრომელი და ორი თავშესაფრის მაცხოვრებელი დაიღუპა. მისივე თქმით, მსროლელმა სხვა შემთხვევის შესახებაც მისცა აღიარებითი ჩვენება, რომელიც ახლომდებარე ქალაქ ვორმჰაუტში მომხდარ სროლას ეხებოდა.
დიუნკერკის მერის პატრის ვერგრიტის თქმით, თავდასხმის მოტივი "უცნობი რჩება".
პროკურორის განცხადებით, ბრალდებულის ავტომობილში რამდენიმე ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს. ცნობილია, რომ ხუთივე მკვლელობა დიუნკერკის რაიონში ერთი საათის შუალედით განხორციელდა.