17 დეკემბერი 2024,   02:55
ვრცლად
მსოფლიოს უდიდესი აისბერგი კვლავ მოძრაობაშია - საით მიემართება ყინულის დიდი მასა

ბრიტანეთის ანტარქტიდის კვლევის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგი კვლავ მოძრაობაშია, მას შემდეგ რაც რამდენიმე თვის განმავლობაში ერთ ადგილზე ტრიალებდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

აისბერგის ფართობი აგვისტოში გაზომეს და ის 3,672 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს, მისი ფართობი როდ აილენდს ოდნავ აღემატება. აისბერგს A23-ს მეცნიერები აქტიურად აკვირდებოდნენ მას შემდე, რაც ის 1986 წელს ფილჩნერ-რონის ყინულის შელფს გამოეყო.

აისბერგი ანტარქტიდის უედელის ზღვის ფსკერზე 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იდო. სავარაუდოდ, ის ამ ხნის განმავლობაში შემცირდა და წყლის ზედაპირზე ამოტივტივდა.

ამის შემდეგ, აისბერგი ოკეანის დინებამ გაიტაცა და ის "ტეილორის სვეტში" მოხვდა - ეს სახელი ეწოდა წყლის მბრუნავ მორევს, რომელიც ოკეანის დინების წყალქვეშა მთასთან შეჯახებით არის გამოწვეული.

ახლა, როდესაც აისბერგი მორევისგან გათავისუფლდა, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ის ოკეანის დინებით თბილ წყლებში, სამხრეთ ჯორჯიის შორეულ კუნძულზე მოხვდება, სადაც ის სავარაუდოდ დაიშლება და საბოლოოდ გადნება.

დღის ამბები