თბილისის ცენტრში პროტესტი კვლავ გრძელდება. აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ ამჯერადაც სხვადასხვა ლოკაციიდან დაწყებული მსვლელობებით მივიდნენ. აქცია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
დემონსტრანტების მოთხოვნა უცვლელია - ხელახალი არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლება. აქციის მონაწილეები იმ პირების დასჯასაც ითხოვენ, ვინც მოქალაქეებზე და ჟურნალისტებზე იძალადეს.