საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციულ წესით დაკავებულების პროცესები მიმდინარეობს. აქციაზე დაკავებულების ნაწილს წვრილმან ხულიგნობას და დაუმორჩილებლობას ედავებიან.
ამ წუთებში მიმდინარეობს ერთ-ერთი აქტივისტის დავით გოგილაშვილის პროცესი, რომელიც 30 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე დააკავეს. მას პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა ედავებიან.
ადვოკატის განცხადებით სასმართლო პროცესს ესწრება რამდენიმე საელჩოს წარმომადგენელი.