18 დეკემბერი 2024,   15:53
ვრცლად
NATO-ში საკოორდინაციო შტაბი იქმნება, რომელიც წევრი ქვეყნებისგან მიღებულ იარაღს უკრაინას მიაწვდის

უკრაინის 14 რეგიონში საჰაერო განგაში იყო. რუსეთმა სუმისა და დონეცკის რეგიონები დაბომბა. შეტაკებები არ წყდება პოკროვსკის მიმართულებით. უკრაინული მედიის ცნობით, რუსულმა ძალებმა აქ ერთი სოფელი დაიკავეს და საბრძოლო მიმართულებით წინ წაიწიეს.

NATO-ში საკოორდინაციო შტაბი იქმნება, რომელიც წევრი ქვეყნებისგან მიღებულ იარაღს უკრაინას მიაწვდის. Reuters-ის ინფორმაციით, ეს უკავშირდება შტატებში გარდამავალ პერიოდს, რომ ამან უკრაინა არ დააზარალოს.

ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი იანვრის დასაწყისში უკვე იწყებს შეხვედრებს და მოლაპარაკებებს კიევსა და ევროპის დედაქალაქებში. მიზანი ომის დასრულებაა.

დღის ამბები