18 დეკემბერი 2024,   20:03
ვრცლად
"ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ისტორიაში შევა, როგორც ადმინისტრაცია, რომელიც ცდილობს დახმარებას იქ, სადაც არ გჭირდება" - ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ისტორიაში შევა, როგორც ადმინისტრაცია, რომელიც ცდილობს დახმარებას იქ, სადაც არ გჭირდება. ამის შესახებ ილჰამ ალიევმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

"ბაიდენის ადმინისტრაცია გვეუბნება, ჩვენ გვინდა დაგეხმაროთო. ჩვენ ვპასუხობთ, მადლობა, არ გვინდა. ისინი გვეუბნებიან, "არა, ჩვენ მაინც გვინდა." მათ აქვთ ასეთი სტრუქტურა "იუესაიდი," რომელსაც სურს დახმარება, მაგრამ, რატომღაც არა იქ, სადაც საჭიროა“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ "იუესაიდი" პოლიტიკიდან საერთოდ უნდა წავიდეს. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპმა USAID-ი შეიძლება საერთოდ გააუქმოს.

 

დღის ამბები