18 დეკემბერი 2024,   19:07
ვრცლად
ევროპის საბჭოს გენმდივანი სახალხო დამცველს ხვდება

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი თბილისში გრძელდება. ამ წუთებში, ალენ ბერსე სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს ხვდება.

მან, ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აპირებს შეხვდეს "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს.

"პირველ რიგში, დღეს დილით, შევხვდი სამოქალაქო საზოგადოებას, შემდეგ ირაკლი კობახიძესა და შალვა პაპუაშვილს. ახლა მოუთმენლად ველი აზრების გაცვლას ომბუდსმენთან, ბიძინა ივანიშვილთან და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ხვალ, მთელი დღის განმავლობაში შეხვედრები მექნება ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან", - წერს ალან ბერსე იქსზე.

დღის ამბები