ამ წუთებში, ევროსაბჭოს გენერალური მდივანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ხვდება. ეს ბოლო დღეების განმავლობაში ალან ბერსესა და ირაკლი კობახიძის მეორე შეხვედრაა.
შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე ერთი საათია მიმდინარეობს. ამის შემდეგ, ალან ბერსე განცხადებას გააკეთებს და ვიზიტს შეაჯამებს.
ბერსემ ორი დღის განმავლობაში კონსულტაციები გამართა პრემიერთან, პარლამენტის სპიკერთან, "ოცნების" საპატიო თავმჯდომარესთან, დეპუტატებთან, სახალხო დამცველთან, ოპოზიციასთან და არასამთავრობო სექტორთან.
ის ესაუბრა აქციებზე დაშავებულ პირებს, მათ შორის - ჟურნალისტებს.