ვახტანგ გომელაური ჩინეთის ელჩს შეხვდა. ჭოუ ციენმა შინაგან საქმეთა მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა საგარეო-პოლიტიკურ და სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა სტრატეგიულ პარტნიორობასა და თანამშრომლობას სამართალდაცვით სფეროში.
ვახტანგ გომელაურმა დიპლომატს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.