20 დეკემბერი 2024,   22:07
ვრცლად
"მეორე ადგილზე გასული პარტიის წარმომადგენლებმა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან მისვლაც კი არ იკადრეს - ასეთ პირობებში რომ დიალოგი სირთულეებთან არის დაკავშირებული, ამას ბატონი ბერსეც ძალიან კარგად ხვდება" - ირაკლი კობახიძე

"მეორე ადგილზე გასული პარტიის წარმომადგენლებმა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, ევროსაბჭოს ხელმძღვანელთან მისვლაც კი არ იკადრეს," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ასეთ პირობებში რომ დიალოგი სირთულეებთან არის დაკავშირებული, ამას ევროსაბჭოს გენერალური მდივანიც კარგად ხვდება.

"რაც შეეხება ოპოზიციასთან დიალოგს, ამ თემასთან დაკავშირებით მაინცდამაინც ხანგრძლივი საუბარი არ გვქონია. თავად ჩვენი სტუმრებიც კარგად ხვდებიან იმას, რომ ეს დიალოგი არის სირთულესთან დაკავშირებული. მათ შორის, თქვენ ნახეთ, რომ მეორე ადგილზე გასული პარტიის წარმომადგენლები საერთოდ არ მივიდნენ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, ევროსაბჭოს ხელმძღვანელთან მისვლაც კი არ იკადრეს. ასეთ პირობებში რომ დიალოგი სირთულეებთან არის დაკავშირებული, ამას ბატონი ბერსეც ძალიან კარგად ხვდება", - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები