24 დეკემბერი 2024,   23:18
ვრცლად
განვიხილეთ ახალი არჩევნების თემატიკა, განვიხილეთ, როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები - ბადრი ჯაფარიძე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე

მორიგი შეხვედრა გეგმების შესათანხმებლად. გვიან საღამოს კონსულტაცია გაიმართა ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებს შორის.

"ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, შეხვედრაზე იმსჯელეს არჩევნების თავიდან ჩატარების აუცილებლობასა და მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა მიდგომებზე.

"განვიხილეთ ახალი არჩევნების თემატიკა, რომ ეს არის გამოსავალი. ასევე, განვიხილეთ, როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები, რათა გამოირიცხოს ის გაყალბების მექანიზმები, რომლებიც აქტიურად იქნა გამოყენებული. ამავდროულად, ვისარგებლეთ იმ დადებით როლზე, რომელსაც თამაშობს ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუცია - საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის შემდგომ ნაბიჯებს, რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა ამაზე მასთან კიდევ გვქონდეს დამატებით საუბარი", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მზაობა ბიძინა ივანიშვილი მიიღოს ორბელიანების სასახლეში- თემა ახალი არჩევნების დანიშვნა იქნება. ზურაბიშვილის განცხადებით, შეიქმნება საბჭო, რომლის მანდატიც ახალი არჩევნების მომზადება იქნება.

დღის ამბები