24 დეკემბერი 2024,   23:19
ვრცლად
"არის რაღაც ტრაგიკომედიის ჟანრიდან, მგონი რაღაც კლინიკასთან გვაქვს უკვე საქმე" - ირაკლი კირცხალია სალომე ზურაბიშვილის შეთავაზებაზე

"არის რაღაც ტრაგიკომედიის ჟანრიდან, მე მგონი რაღაც კლინიკასთან გვაქვს უკვე საქმე", - ასე აფასებს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია სალომე ზურაბიშვილის მიერ მოლაპარაკებების შეთავაზებას. 

"არის რაღაც ტრაგიკომედიის ჟანრიდან, მე მგონი რაღაც კლინიკასთან გვაქვს უკვე საქმე და არაერთხელ ვთქვით, რომ ასეთი აგონია და ასეთი არაადეკვატური განცხადებები, როგორც მისი მხრიდან, ასევე იმ ფანჩატურის სხვა წევრების მხრიდან, რომლებიც თავის თავს ოპოზიციას ეძახიან, უბრალოდ გაუგონარია და ამას საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს. ეს არის იმ გაიდლაინების პუნქტების გაყოლა, რომელიც აქვს როგორც წინასაარჩევნოდ, ასევე პოსტსაარჩევნოდ ჩამოვიდა და საზოგადოებამაც ეს ძალიან კარგად ნახა", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია.

დღის ამბები