პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის დე ფაქტო დასანქცირების საკითხი არც ეჭვები, არც შეთქმულების თეორია არ ყოფილა და ეს აშშ-ის გადაწყვეტილებამ დაადასტურა.
მისი თქმით, სინგაპურის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტი "ვეტოს დაადებს".
"ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში გვესმოდა, რომ ბატონი ივანიშვილი იყო დე ფაქტო სანქციების ქვეშ და მისი თანხები იყო გაყინული. ამ გადაწყვეტილებით, რომელი გუშინ წინ გამოიტანა აშშ-ის ხელისუფლებამ, ფაქტობრივად დადასტურდა, რომ ეს არ იყო არც ეჭვები, არც შეთქმულების თეორია და სინგაპურის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას "ვეტოს დაადებს" ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტი", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.