01 იანვარი 2025,   07:16
ვრცლად
"ადამიანი როდესაც ექცევა აშშ-ის სახაზინო სანქციის ქვეშ, ნებისმიერი თანხა, ანგარიში, წილი კომპანიაში იზღუდება და ეს გასაკვირი არ არის" - ნიკა მელია "კრედიტ სუისის" საქმეზე

”კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროას” თანათავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ადამიანი როდესაც ექცევა აშშ-ის სახაზინო სანქციის ქვეშ, თანხებთან, ანგარიშებთან და კომპანიის წილებთან წვდომა ეზღუდება და "კრედიტ სუისის" საკითხის გაჩერებაც გასაკვირი არ იქნება.

"ადამიანი როდესაც ექცევა აშშ-ის სახაზინო სანქციის ქვეშ, ნებისმიერი თანხა, ანგარიში, წილი კომპანიაში იზღუდება და მას ეზღუდება ამ ყველაფერზე წვდომა და აქ გასაკვირი არაფერია", - განაცხადა ნიკა მელიამ.

”ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ცუცქირიძის თქმით, მისთვის მთავარია, რომ აშშ-მა ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა, სხვა დავები კი მისი პრობლემაა.

"ჩემთვის მთავარი მოვლენა არის ის, რომ ამ ქვეყნის დე ფაქტო მმართველი ყველაზე დიდმა დემოკრატიულმა სახელმწიფომ დაასანქცირა. დანარჩენი, საკუთარი დავები თვითონ მოაგვაროს და როგორც ჩანს, ვერც მოაგვარებს", - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

დღის ამბები