საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა, ელჩების კონფერენცია სამუშაო ფორმატში გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სხვადასხვა ქვეყანასა და საერთაშორისო ორგანიზაციაში აკრედიტებულ დიპლომატებს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევების შესახებ ინფორმაცია წარუდგინა საქართველოს დაზვერვის სამსახურის ანალიტიკური დირექტორატის უფროსმა ლევან ნასრაშვილმა.
"დიპლომატებმა ასევე იმსჯელეს საელჩოების გამართულად ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვან ადმინისტრაციულ და საბიუჯეტო საკითხებზე.
ელჩების კონფერენცია, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გახსნა, მეორე დღეა მიმდინარეობს. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და ცენტრალური აპარატის ხელმძღვანელები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაწეულ საქმიანობას აჯამებენ და სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებზე მსჯელობენ", – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.