01 იანვარი 2025,   20:02
ვრცლად
"შანტაჟი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის ინტერესები არ გადააყოლა" - შეერთებული შტატების სანქციები და მისი გავლენა "კრედიტ სუისთან" დავაში მოგებულ თანხაზე

შანტაჟი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის ინტერესები არ გადააყოლა - მმართველ გუნდში ამტკიცებენ, რომ შტატების მოქმედი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებამდე, ბიძინა ივანიშვილი დე-ფაქტო სანქციების ქვეშ თითქმის სამი წელი იმყოფებოდა. საუბარია "კრედიტ სუისის" საქმეზე, რომლის ტრასტებსაც ივანიშვილმა ბერმუდასა და სინგაპურში სამივე ინსტანციის სასამართლო მოუგო, თუმცა ახლა კუთვნილ აქტივებზე წვდომას, ამერიკის ნებართვის გარეშე, ვეღარ მიიღებს. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ ჯერ კიდევ 2 თვის წინ, შეერთებული შტატების საელჩო "ფეისბუქ ქარდით" ირწმუნებოდა, რომ "კრედიტ სუისთან" დავა პოლიტიკურ მდგენელს არ ატარებდა, თუმცა სახაზინო დეპარტამენტის გადაწყვეტილებამ სრულიად საპირისპირო რამ გამოაჩინა.

სახაზინო დეპარტამენტის სანქციასა და შვეიცარიულ ბანკთან არსებულ დავას შორის კავშირს ვერ ხედავს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები ვერ ხსნიან, რატომ შეეხო ბერმუდასა და სინგაპურში მიღებულ გადაწყვეტილებას ამერიკული ვერდიქტი, თუმცა ამტკიცებენ, რომ ყველაფერი საქართველოში დემოკრატიის გასაძლიერებლად გაკეთდა.

"ქართული ონების" ლიდერები ივანიშვილის დასანქცირებასა და უკრაინაში მიმდინარე ომს შორის პირდაპირ კავშირს ხედავენ. ამბობენ, რომ მმართველი პარტიის დამფუძნებელი საქართველოს ომში არჩართვის გამო ისჯება. ლიდერების თქმით, 2022 წლიდან დღემდე, მასზე შანტაჟის არცერთმა მცდელობამ არ იმუშავა. შედეგად, ქვეყანამ, რთული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, მშვიდობიანი განვითარება შეძლო.

შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ბიძინა ივანიშვილი 27 დეკემბერს დაასანქცირა. სახაზინო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, ივანიშვილს, ამერიკის ფარგლებს მიღმა მოგებული პროცესის მიუხედავად, კუთვნილ აქტივებზე წვდომა შტატების ნებართვის გარეშე შეეზღუდება.

დღის ამბები