03 იანვარი 2025,   11:43
ვრცლად
ჯანდაცვის მინისტრი ნახიდურში მომხდარ ავარიაზე: ჩემი გულწრფელი სამძიმარი გარდაცვლილების ოჯახებს, მათ ახლობლებს - ამ მძიმე, ტრაგიკულ შემთხვევას რეაგირება სჭირდება, რაც სათანადოდ ჩატარებულ გამოძიებასა და ბრალეულ პირთა პასუხისგებაში მიცემას გულისხმობს

სოფელ ნახიდურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპულების ოჯახებს ჯანდაცვის მინისტრმა მიუსამძიმრა. მიხეილ სარჯველაძემ გამოძიებასა და ბრალეული პირების პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.

"ჩემი გულწრფელი სამძიმარი გარდაცვლილების ოჯახებს, მათ ახლობლებს, ეს არის მძიმე ტრაგიკული შემთხვევა, რომელსაც რეაგირება სჭირდება, რაც სათანადოდ ჩატარებულ გამოძიებას და ბრალეულ პირთა პასუხისგებაში მიცემას გულისხმობს. რა თქმა უნდა, ეს არ არის შეღავათი გარდაცვლილთა ოჯახებისთვის, მაგრამ არის აუცილებლობა, რომელიც უნდა დადგეს", - აღნიშნა მინისტრმა.

მარნეული-ბოლნისის გზაზე, სოფელ ნახიდურთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას, ორი მოზარდი დაიღუპა. მძღოლი ცხელ კვალზეა დაკავებული. შემთხვევის შედეგად, ერთი მოზარდი ადგილზე, ხოლო მეორე კლინიკაში გადაყვანის დროს დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე მალევე შეიკრიბნენ ადგილობრივები, სადაც მოხდა დაპირისპირება. მათ გადააბრუნეს როგორც შეჯახებაში მონაწილე ტრანსპორტი, ასევე, სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ბრიგადის ავტომობილი. დააზიანეს და ფანჯრები ჩაუმსხვრიეს სხვა ავტომობილებსაც.

დღის ამბები