შტატების წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ისრაელის პრემიერ-მინისტრის დაპატიმრების ორდერის გაცემის საპასუხოდ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფიციალური პირების დასანქცირებას ითვალისწინებს - ინფორმაციას СNN ავრცელებს.
კანონპროექტი ისრაელის ოფიციალური პირების წინააღმდეგ გაცემული ორდერების უმკაცრესად დაგმობას ითხოვს.
საკანონმდებლო ტექსტის თანახმად, სასამართლოს მიმართ სანქციები დაწესდება "ამერიკის შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების ნებისმიერი დაცული პირის გამოძიების, დაპატიმრების, დაკავების ან სისხლისსამართლებრივი დევნის გამო."
სანქციები მოიცავს აშშ-ში არსებული ქონების ტრანზაქციების აკრძალვას, ასევე ვიზების დაბლოკვას და გაუქმებას. მოსალოდნელია, რომ წარმომადგენელთა პალატის შემდეგ კანონპროექტს სენატიც მიიღებს, რომელსაც "რესპუბლიკელები" აკონტროლებენ.