ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში, ბარაკ ობამა, დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი ერთმანეთის გვერდით - ეს სცენა ამერიკის შეერთებული შტატების 39-ე პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე იხილა საზოგადოებამ. ხუთი პრეზიდენტი ვაშინგტონის კათედრალში მეუღლეებთან ერთად მივიდნენ.
კარტერის ოჯახის წევრებთან და ყოფილ პრეზიდენტებთან ერთად კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდოც იმყოფებოდა. ცერემონიას, ასევე, ესწრებოდნენ ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი. ერთ სივრცეში იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები.