10 იანვარი 2025,   17:29
ვრცლად
განათლების მინისტრი ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 55-ე საჯარო სკოლას ეწვია და ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო. 

ოლიმპიადის მეორე ტური მთელი საქართველოს მასშტაბით 64 ქალაქში იმართება. მეორე ტურში მონაწილეობას იღებს შვიდი ათასამდე მოსწავლე. ოლიმპიადა ტარდება შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვის, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და უცხოური ენა. 

დღის ამბები