10 იანვარი 2025,   17:43
ვრცლად
პასუხისგება მოუწევს ბევრ ადამიანს, მით უმეტეს, დღესაც გრძელდება მცდელობა კვლავ ეს სისტემა დაბრუნდეს მმართველობაში - გია ვოლსკი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" მმართვლობის დროს ჩადენილი დანაშაულები აუცილებლად არის შესასწავლი, რომელთა შორის ყველაზე დიდი დანაშაული ქვეყნის 20%-ის ოკუპირებაა.

მისი თქმით, პასუხისგება ბევრ ადამიანს მოუწევს.

"თვითონ ის ფაქტი, რომ საქართველოს ტერიტორიების 20%-ი ოკუპირებულია, რასაკვირველია, ამ დანაშაულთა შორის ყველაზე დიდი დანაშაულია. ათეულობით ადამიანი მხოლოდ იმიტომ დაიღუპა, რომ სააკაშვილი ბოლო წუთამდე გვარწმუნებდა, რომ რუსეთს არ აქვს არანაირი ინტერესი ცხინვალში თუ აფხაზეთში შემოსვლის. თვითონ ამ პერიოდის დანაშაულებია შესაფასებელი, თავი რომ დავანებოთ იმ სადისტურ სისტემურ დანაშაულებს, რომლებშიც ყველა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იღებდა მონაწილეობას, რომელიც პოლიტიკურ ველზეა. მე ვფიქრობ, პასუხისგება მოუწევს ბევრ ადამიანს, მით უმეტეს, დღესაც გრძელდება მცდელობა კვლავ ეს სისტემა დაბრუნდეს მმართველობაში", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში, "ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ კომისიას შექმნის.

დღის ამბები