08 ოქტომბერი 2024,   19:01
ვრცლად
224 დაღუპული-რუსეთში პირველი ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

რუსეთში ეგვიპტეში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად გარდაცვლილებს იხსენებენ. ვლადიმერ პუტინმა პირველი ნოემბერი გლოვის დღედ გამოაცხადა. ბოლო მონაცემებით შარმ–ალ შეიხი-სანქტ–პეტერბურგის რეისის ჩამოვარდნის შედეგად 224 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 17 ბავშვია. უკვე ნაპოვნია 125 ცხედარი. დანარჩენ მგზავრებს სინას ნახევარკუნძულზე, სადაც თვითმფრინავის ფრაგმენტები აღმოაჩინეს ამ დრომდე ეძებენ. შემთხვევის ადგილზე რუსეთის სამაშველო ჯგუფებიც მუშაობენ. აღმოჩენილია ლაინერის ორივე შავი ყუთი. რუსი ექსპერტები აცხადებენ, რომ ერთერთი მათგანი დაზიანებულია.

რუსული ავიაკომპანია, რომელსაც ლაინერი ეკუთვნოდა, ტექნიკური გაუმართაობის ვერსიას უარყოფს. ეგვიპტის ხელისუფლება კი პირველად ვერსიად სწორედ ტექნიკური პრობლემებს განიხილავს და ტერაქტის ვერსიას გამორიცხავს. კაიროში აცხადებენ, რომ ისლამურ სახელმწიფოს არ გააჩნია ისეთი სარაკეტო სისტემა, რომელიც ლაინერს 10 ათასი კილომეტრის სიმაღლიდან ჩამოაგდებდა.

ფოტო:არქივი

ამავე თემაზე
დღის ამბები