აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის, ხოლო ირანი კამალა ჰარისის გამარჯვებითაა დაინტერესებული. "ამერიკის ხმის" სტატიის თანახმად, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ოფისის დირექტორის უკანასკნელი ანგარიშიდან ირკვევა, რომ ამერიკის არჩევნებზე ზეგავლენის მცდელობის შემთხვევების უმეტესობა რუსეთს, ირანსა და ჩინეთს უკავშირდება.
უწყება მიიჩნევს, რომ რუსეთს და ირანს არჩევნებზე სხვადასხვა ფავორიტი ჰყავთ. ამერიკის სპეცსამსახურები არ გამორიცხავენ, რომ გარე აქტორების კამპანიები გაგრძელდება, რამაც შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს არჩევნების შედეგების ვალიდურობა.