21 დეკემბერი 2024,   16:21
ვრცლად
ფლორიდას მეოთხე კატეგორიის შტორმი "მილტონი" უახლოვდება - შტატში თვითევაკუაცია გამოცხადდა

ფლორიდაში, მოსალოდნელი ქარიშხლის გამო, თვითევაკუაცია გამოცხადდა. მთავრობა შტატის მილიონობით მცხოვრებს მოსალოდნელი სტიქიის გამო იმ ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს, რომელსაც მეოთხე კატეგორიის შტორმი "მილტონი" უახლოვდება.

ჰიდრომეტეოროლოგების პროგნოზით მოსალოდნელია, რომ შტორმი ყველაზე მეტად ქალაქ ტამპა ბეის დააზიანებს. ევაკუირებული მოსახლეობისთვის ქალაქ სანქტ პეტერბურგის სტადიონზე თავშესაფარი მოეწყო, რომელშიც 10 ათასი ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. აშშ-ის გუბერნატორის განცხადებით სტიქიის შედეგებზე რეაგირებისთვის მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების 350 ეკიპაჟი, 34 სამძებრო თვითმფრინავი და ეროვნული გვარდიის 8 ათასკაციანი შემადგენლობა. შევსებულია საწვავის რეზერვები.

დღის ამბები