08 ოქტომბერი 2024,   18:55
ვრცლად
თურქეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

თურქეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე გაიხსნა.

საარჩევნო სიებში 56 მილიონი ამომრჩეველია რეგისტრირებული. მათ არჩევანი 16 პოლიტიკურ ძალას შორის უნდა გააკეთონ. მმართველ გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ მანდატების უმეტესობას მოიპოვებენ, რაც პარტიას საკონსტიტუციო ცვლილების გატარების საშუალებას მისცემს, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილებას გაზრდის. ამისათვის კი რეჟეპ ტაიპ ერდორანის პარტიას 276 მანდატი ესაჭიროება.

ერდოღანის პარტიამ წინა არჩევნებშიც გაიმარჯვა, რომელიც ქვეყანაში 7 ივნისს ჩატარდა, თუმცა საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მოიპოვა.

მმართველმა გუნდმა პარლამენტში შესულ სხვა პარტიებთან კოალიციის შექმნაც სცადა, თუმცა პოლიტიკურმა ძალებმა საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი არ დაუჭირეს, რის შემდეგაც ვადამდელი არჩევნები დაინიშნა.

 

დღის ამბები