08 ოქტომბერი 2024,   18:50
ვრცლად
ISIS-მ 12 ბავშვი სიკვდილით დასაჯა

ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებმა 12 ბავშვი სიკდილით დასაჯეს. ინფორმაციას ქურთთა დემოკრატიული პარტიის ლიდერი ავრცელებს.

საიდ მამუ-ზინის განცხადებით ბავშვები, რომელთა შორის ყველაზე მცირეწლოვანი 12 წლის იყო, ტერორისტების ბაზიდან გაქცევას ცდილობდნენ, როდესაც ისინი დააკავეს და დახვრიტეს. ინცინდენტი ქალაქ მოსულთან მოხდა, სადაც ისლამური სახელმწიფოს საწვრთნელი ბანაკია განლაგებული.

საწვრთნელი ბანაკის ამსახველი ვიდეომასალა დაჯგუფებამ თებერვალში გაავრცელა. ვიდეო ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ტერორისტებს ასობით მცირეწლოვანი ჰყავთ, რომლებსაც საბრძოლო უნარებს და რადიკალური ისლამის იდეოლოგიას ასწავლიან.

 

 

 

დღის ამბები