20 მარტი 2025,   12:31
ვრცლად
ლიდერის პოზიცია კორუფციის აღქმის ინდექსში - საერთაშორისო რეიტინგში საქართველო ევროკავშირის და NATO-ს წევრ 11 ქვეყანას უსწრებს
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      კორუფციის მაქსიმალურ დონეზე შემცირება და მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის სამეულში მოხვედრა - ეს საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებით, ქვეყნის ამბიციური გეგმაა. ირაკლი კობახიძემ ჯერ სოციალური ქსელით, შემდეგ კი მედიასთან ინტერვიუში თქვა, რომ კორუფციის აღმოსაფხვრელად საქართველოს მთავრობამ არაერთი რეფორმა გაატარა.

      "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მიერ გამოქვეყნებული კვლევით, კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში ლიდერობს, უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 11 ქვეყანას. ავტორიტეტული ორგანიზაციის შეფასებას არ იზიარებს ოპოზიცია.

      "საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევას დღეს სოციალური ქსელით საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილისთვის კვლევის შედეგები ბრიუსელის ორმაგ სტანდარტს კიდევ ერთხელ ადასტურებს. მისივე თქმით, საქართველოსთან მოლაპარაკების არგახსნა უსამართლობა და პოლიტიკური ანგარიშსწორებაა.

      გატარებული რეფორმები და სწორი პოლიტიკა - მინისტრთა კაბინეტის წევრები ამბობენ, რომ კორუფციის დაბალი დონით საქართველო ინვესტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი ქვეყანა გახდება.

      "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, შეფასების 100%-იანი სისტემით, საქართველომ 53% მიიღო და მსოფლიო მასშტაბით, 180 ქვეყანას შორის 53-ე ადგილი დაიკავა.

      ავტორი: ნანა გოგატაძე

      დღის ამბები