
ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უკრაინის მხარდაჭერის ოფიციალური განცხადება მიიღეს, რომელსაც უნგრეთმა მხარი არ დაუჭირა. ბრიუსელში გამართულ სამიტზე შემუშავებულ ტექსტში წერია, რომ 26 ქვეყანა "უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას" განაგრძობს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების განცხადებით, მზად არიან, რუსეთზე ზეწოლა გააძლიერონ.
განცხადების გამოქვეყნებამდე, სამიტზე სიტყვით გამოვიდა ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტიც. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, "უბრალოდ, ანტიევროპულია, როდესაც ერთი ადამიანი ბლოკავს გადაწყვეტილებებს, რომელიც მნიშვნელოვანია მთელი კონტინენტისთვის".