
თურქეთში აქციები გრძელდება. ათიათასობით დემონსტრანტი სტამბულის მერის გათავისუფლებას ითხოვს. საზოგადოებრივი შეკრების აკრძალვისა და პოლიციის მიერ აღმართული ბარიკადების მიუხედავად, მასობრივი შეკრებებია სხვადასხვა ქალაქებში. თურქეთის პრეზიდენტის, განცხადებით "სახალხო რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელი უკვე ყოფილი მერი საკუთარი შეცდომების დაფარვას და ხალხის მოტყუებით და "თეატრალური წარმოდგენებით" ცდილობს.
ეკრემ იმამოღლუ უკანონო ტენდერების, თაღლითობისა და მექრთამეობის ფარგლებში ჩატარებული გამოძიების შედეგად დააკავეს. შეგახსენებთ, რომ ის თურქეთის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარ მეტოქედ განიხილება.