08 ოქტომბერი 2024,   18:52
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ნატოს შესაძლო გაფართოებაზე კომენტარი გაკეთდა

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შესაძლო გაფართოებაზე კომენტარი გააკეთა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის უფროსმა. უწყების ყოველდღიურ ბრიფინგზე ელიზაბეტ ტრუდეოს საქართველოს მიმართ ბუქარესტის სამიტზე გაკეთებული განცხადება შეახსენეს, იმის თაობაზე რომ ქვეყანა გახდება ნატოს წევრი.

კითხვაზე, ანალოგიური პირობა ვრცელდება თუ არა უკრაინის შემთხვევაშიც, ტრუდეომ უაპსუხა, რომ ალიანსის გაფართოება ქვეყნების მზადყოფნასა და ნატოს შიგნით კონსენსუსის არსებობაზეა დამოკიდებული.

„ალიანსი კონსენსუსის საფუძველზე იწვევს ქვეყნებს, როცა ისინი მზად არიან და შეუძლიათ ხელი შეუწყონ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განვითარებას. ნებისმიერი გადაწყვეტილება უკრაინამ და წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ. მე ვერ დავიწყებ სპეკულირებას ამ ქვეყნის კვალიფიკაციისა და მზაობის შესახებ," - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის უფროსმა ელიზაბეტ ტრუდეომ. 

დღის ამბები