08 ოქტომბერი 2024,   19:01
ვრცლად
რუსულ ლაინერზე შესაძლოა აფეთქება მოხდა - ამერიკულმა თანამგზავრმა სითბური ნათება დააფიქსირა

რუსული სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფამდე ამერიკულმა თანამგზავრმა ეგვიპტის საჰაერო სივრცეში სითბური ნათება დააფიქსირა. სპეციალისტების განცხადებით, ამ ფაქტით დასტურდება, რომ ლაინერის ბორტზე აფეთქება მოხდა.

ამერიკული მედია წერს, რომ შესაძლოა აფეთქება საწვავის ავზში მომხდარიყო, ან ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შედეგად ყოფილიყო გამოწვეული. გამოძიება ჯერჯერობით მიზეზს არ აკონკრეტებს.

უახლოეს მომავალში ექსპერტები შავი ყუთების გაშიფვრას დაიწყებენ. არცერთი საბორტო ჩანაწერი დაზიანებული არ არის.

Airbus 321, რომელიც შარმ ელ შეიხიდან სანქტ პეტერბურგში მიფრინავდა, სინის ნახევარკუნძულზე ჩავარდა. ავიაკატასტროფის შედეგად 224 ადამიანი დაიღუპა.

ამავე თემაზე
დღის ამბები