08 ოქტომბერი 2024,   18:56
ვრცლად
რუსეთის ავიაციამ სირიაში 237 სამიზნე გაანადგურა - ბოლო ორი დღის მონაცემები

ბოლო ორი დღის განმავლობაში რუსეთის ავიაციამ სირიაში 237 სამიზნე გაანადგურა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოპერაცია ჰმეიმიმის ავიაბაზიდან განხორციელდა და დაიბომბა ჰამა, ლატაკია, ჰომსი, დამასკო, ალეპო და რაქა.

შეერთებული შტატები კვლავ სკეპტიკურადაა განწყობილი მოსკოვის იერიშების მიმართ და მოუწოდებს ბაშარ ალ ასადის მხარდაჭერის ნაცვლად, კრიზისის პოლიტიკურ მოგვარებას შეუწყოს ხელი.

რუსეთის ოპერაციის პარალელურად, მოწინააღმდეგის ობიექტებზე საარტილერიო იერიშები მიავქთ სირიის სამთავრობო ძალებსაც. ბოლო ორი დღის განმავლობაში ისინი ინტენსიურად ბომბავდნენ დამასკოს პროვინციას, სადაც ოპოზიციის მებრძოლებმა სამთავრობო ძალების ვერტმფრენის ჩამოგდება სცადეს.

დღის ამბები