08 ოქტომბერი 2024,   18:55
ვრცლად
ნევადას შტატს ქარბუქმა გადაუარა

შეერთებული შტატების ზოგიერთ რეგიონში ნაადრევი ზამთარი დადგა. ნევადას შტატს ქარბუქმა გადაუარა. დათოვლილია რამდენიმე ქალაქი და ავტომაგისტრალები.

გზის გამწმენდი სამუშაოები უკვე დაწყებულია, თუმცა ძლიერი თოვლისა და ქარის გამო ზოგიერთ რაიონში მოძრაობაც შეფეხდა. მეტეოროლოგების განცხადებით, რეგიონში ამ სეზონისთვის უჩვეულოდ დაბალი ტემპერატურა და ძლიერი ნალექი დაფიქსირდა.

სინოპტიკოსების პროგნოზით უამინდობა ნევადაში რამდენიმე დღეს გაგრძელდება.

დღის ამბები