08 ოქტომბერი 2024,   18:53
ვრცლად
2 მილიონ დოლარად შეფასებული ბიუსტჰალტერი

Victoria Secret-მა საზოგადოებას 2 მილიონ დოლარად შეფასებული ბიუსტჰალტერი აჩვენა. ყველაზე ძვირადღირებული აქსესუარი ბრენდის სახემ, ლილი ოლდრიჯმა სანტა მონიკაში წარადგინა.

ბიუსტჰალტერს ოქროს 18 კარატიანი სარტყელი აქვს და 500-ზე მეტი ძვირფასი ქვითაა გაფორმებული. მათ შორის 100 ბრილიანტია, დანარჩენი კი სხვადასხვა ზომის ლურჯი თოპაზი, ყვითელი საფირონი და ვარდისფერი კვარცის ქვებია.

ლილი ოლდრიჯი ამ აქსესუარს 8 დეკემბერს ვიქტორია სიქრეთის შოუზე წარადგენს. არ არის გამორიცხული ბიუსტჰალტერი მოგვიანებით აუქციონზე გაიყიდოს.

დღის ამბები