08 ოქტომბერი 2024,   18:56
ვრცლად
ესპანეთში ტერორიზმში ეჭვმიტანილი 3 პირი დააკავეს

ესპანეთში ტერაქტების სერია აღკვეთეს. სამართალდამცველებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი 3 პირი დააკავეს, რომლებიც თავდასხმების მოწყობას ქვეყნის დედაქალაქში გეგმავდნენ.

გამოძიების ინფორმაციით, ჯიჰადისტების დაკავების ოპერაცია მადრიდის შემოგარენში, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა. ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დაკავებულები წარმოშობით მაროკოელი რადიკალი ისლამისტები არიან.

ანტიტერორისტული სამსახური არ გამორიცხავს, რომ მათ ქვეყნის მასშტაბით თანამზრახველებიც ჰყავდეთ.

დღის ამბები