08 ოქტომბერი 2024,   19:01
ვრცლად
სამხრეთ სუდანში ავიაკატასტროფას 2 ადამიანი გადაურჩა

სამხრეთ სუდანში ავიაკატასტროფას 41 ადამიანი ემსხვერპლა. რუსული წარმოების სატვირთო თვითმფრინავი დედაქალაქის აეროპორტთან ახლოს ჩამოვარდა. სავარაუდოდ ეკიპაჟის 5 წევრი რუსი იყო. მგზავრთა ვინაობა უცნობია.

სამხრეთ სუდანის პრეზიდენტის წარმომადგენლის განცხადებით "ან-12" ტიპის თვითმფრინავი პალოჩის რეგიონში მიფრინავდა, თუმცა ჯუბას აეროპორტის დატოვებიდან რამდენიმე წუთში, კატასტროფა განიცადა და ასაფრენი ბილიკიდან 800 მეტრის დაშორებით ჩავარდა.

ავიაკატასტროფას მხოლოდ 2 ადამიანი გადაურჩა. ერთი ეკიპაჟის წევრია, მეორე კი - ბავშვი.

დღის ამბები