08 ოქტომბერი 2024,   19:02
ვრცლად
რუმინეთის პრემიერმინისტრმა თანამდებობა დატოვა

რუმინეთის პრემიერმა ვიქტორ პონტამ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამის მიზეზი ბუქარესტის ღამის კლუბში მომხდარი ხანძრის შემდეგ საპროტესტო გამოსვლები გახდა.  

ანტისამთავრობო დემონსტრაციაზე დედაქალაქის ქუჩებში 20 ათასამდე ადამიანი გამოვიდა. მომიტინგეებმა პრემიერის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და იმ რაიონის გამგებელის გადადგომა მოითხოვეს, სადაც ღამის კლუბი მდებარეობდა.

მოქალაქეები მაღალჩინოსნებს კორუფციაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ კლუბში უსაფრთხოების ნორმები სწორედ ამის გამო არ იყო დაცული. ბუქარესტის ღამის კლუბში მომხდარი ხანძრის გამო 32 ადამიანი დაიღუპა და 400 დაშვდა.

დღის ამბები