08 ოქტომბერი 2024,   18:55
ვრცლად
18 დაღუპული და 40 დაშავებული - პაკისტანში ქარხანა ჩამოინგრა

პაკისტანში ქარხნის ჩამონგრევის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა. 150-მდე ადამიანს ნანგრევებში ამ დრომდე ეძებენ.

ინციდენტი ქალაქ ლეჰორეს მახლობლად, პოლიეთილენის პარკების მწარმოებელ ქარხანაში მოხდა.

ნგრევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ქვეყანაში შენობების დიდი ნაწილი უსაფრთხოების სტანდარტებს არ შეესაბამება. 3 წლის წინ ქალაქ კარაჩიში, ქარხანაში გაჩენილ ხანძარს, 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები