22 მარტი 2025,   19:11
ვრცლად
ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ოპოზიცია ვერ თანხმდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია - ვინ დარჩება გადაწყვეტილების ერთგული და ვინ შეცვლის პოზიციას
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ერთ-ერთია და არა ერთადერთი საკითხი, რაზეც ოპოზიცია ვერ თანხმდება. ბარიერგადალახულ პარტიებში, რომლებიც გაერთიანებას აანონსებდნენ, ახლა დაპირისპირებაა. ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან კრიტიკის ადრესატი არაერთხელ გახდა სალომე ზურაბიშვილიც, რომელიც მათი გაერთიანების ავანგარდში იდგა. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა, მუნიციპალური არჩევნებია.

      სააკაშვილის პარტიის პოზიციას არ ეთანხმებიან კოლეგა ოპოზიციონერები. ამბობენ, რომ ახლა პოლიტიკურ დღის წესრიგში მხოლოდ ხელახალი არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლება დგას.

      ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება არ უკვირთ პარტია "გირჩში". მათთვის გასაკვირი არც ის იქნება, თუ კოლეგები პრინციპული გადაწყვეტილების ერთგულები არ დარჩებიან და მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ.

      ოპოზიციის ბუნდოვანი პასუხი, მმართველი გუნდისთვის იმის დასტურია, რომ მათი ოპონენტები გარე ძალებისგან მორიგ დირექტივას ელოდებიან. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ოპოზიციის მარცხი გარდაუვალია.

      ვინ დარჩება გადაწყვეტილების ერთგული და ვინ შეცვლის პოზიციას? ამის გასარკვევად 7 თვე რჩება. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერსაა ჩანიშნული.

       

      ავტორი: ნანა გოგატაძე. 

      დღის ამბები
      მეტი